Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: თემურ მაისურაძე იმ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა

56ba0042bae98
BM.GE
09.02.16 19:03
1116
"თემურ მაისურაძე იმ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა", - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს", თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ.
 
"ბატონ თემურ მაისურაძესთან გვქონდა კომუნიკაცია და გავარკვიეთ რომ მას ჩვენთან არ დაურეკავს. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერ მხარესთან საკომუნიკაციოდ. ჩვენ მზად ვართ ყველას არგუმენტები და შენიშვნები მოვისმინოთ", - აცხადებს ლექვინაძე.

რაც შეეხება ავტობუსების შეძენის თემას, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ტენდერის პროცესი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ-ერთი მათგანი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერია. თუ რამდენი კომპანია იღებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას ლექვინაძის განცხადებით, 9 მარტს გახდება ცნობილი. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი განმარტავს, ტენდერის მეორე ეტაპი ავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვას ეხება, რომლითაც ამ ეტაპზე 4 უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

"ტენდერში ერთ-ერთი წინაპირობა ბუნებივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენაა. ამას გააჩნია უპირატესობები და ეს გამყარებულია კვლევითაც", - აცხადებს ლექვინაძე. მისივე თქმით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების უპირატესობების შესახებ დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის მომზადებული.

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას