Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: კონსტიტუციის 94-ე მუხლი ამშვიდებს ინვესტორებს

592c38eaaf068
თელარა გელანტია
29.05.17 19:04
881
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლი ინვესტორებს ამშვიდებს.

როგორც „საქმის კურსს“ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღებასთან დაკავშირებით მას სერიოზული და ფართო მასშტაბიანი განხილვა არ მოუსმენია და არც თავად ჰქონია.

"ვფიქრობ, 94-ე მუხლი ამშვიდებს ინვესტორებს და ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. კონსტიტუციის 94-ე მუხლი ინვესტორებს მოსწონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს", - აღნიშნა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას არ მოუსმენია არგუმენტები, თუ რატომ უნდა ამოიღონ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციიდან.
შეგახსენებთ, მემარცხენე ორგანიზაციები კამპანია „არა ლიბერთი აქტის“ ფარგლებში გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმით გაზრდის შესახებ კონსტიტუციაში არსებული 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვენ. მათ სულისკვეთებას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა მთავრობის პოზიციაა, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში დარჩეს.