30.Dec.2015 12:52
Business

ირაკლი ასლანიშვილი: კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლება, - საკუთრების უფლება

ირაკლი ასლანიშვილი: კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლება, - საკუთრების უფლება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ ვის სასარგებლოს არის მიმართული კანონი, რადგან ის დადებით შედეგს არც იპოთეკარებისთვის მოიტანს.
 
"ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვიყავით და ვართ. ამ კანონის ძალაში შესვლით მივიღეთ ძალიან უცნაურობა და ნეგატიური შედეგი. უცნაურობა არის რომ, არ არის ცნობილი თუ რას არეგულირებს კანონი და ვის საკეთილდღეოდ მუშაობს, რაც შეეხება უარყოფით შედეგს, - ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, გაუარესდება. შესაბამისად ის უარყოფითად აისახებ ბიზნესგარემოზე.

ჩვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა ვეტოს უფლებას, თუმცა ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ასოციაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ეს არ არის მხოლოდ საბანკო სექტორის პრობლება, ეს კარგს არავის უქადის. ამ კანონის ძალაში შესვლით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლება , - საკუთრების უფლება. უძრავი ქონების ბაზარი დაკარგავს მიმზიდველობას.

კანონის ძალაში შესვლით, იპოთეკარებისთვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ადამიანები, რომლებიც არღვევენ საკრედიტო ხელშეკრულებას ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოსახლდებიან და გამოსახლდებიან უფრო მძიმე პირობებით, რადგან მათ დაერიცხებათ უამრავი ჯარიმა და საუვარი", - განაცხადა ასლანიშვილმა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ. კანონს ხელი პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა.



11.Dec.2018 19:46
75

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
36

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
33

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
58

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
83

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
57

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More