Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინგლისის ბანკმა ახალი პლასტიკური ბანკნოტი გამოუშვა

596f77632d817
BM.GE
19.07.17 19:09
914
ინგლისის ბანკმა ახალი პლასტიკური ათფუნტიანი კუპიურა წარადგინა, რომლის ერთ მხარეს მწერალი ჯეინ ოსტინია გამოსახული. ბანკნოტის წინა მხარეს ტრადიციულად დედოფალი ელისაბედ II-ს გამოსახულება იქნება.

’’ოსტინის შემოქმედება მშვენიერია, მისი რომანები დღესაც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ეს გამოქვეყნების პერიოდში იყო. ბანკნოტი პლასტიკური იქნება, რას მაც უფრო გამძლეს და მდგრადს გახდის. ეს ინგლისის ბანკის მიერ გამოშვებული პირველი კუპიურაა, რომელიც პოლიმერული მასალისგან არის დამზადებული უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისთვის“, - აცხადებს ბანკის მმართველი.

ახალი კუპიურა მიმოქცევაში 14 სექტემბრიდან ჩაეშვება.