Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შედის

5a83da7f4a9f4
მეგი კავთუაშვილი
14.02.18 10:41
803
მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შედის. ამიერიდან ხარისხის კონტროლი სავალდებულო იქნება დაპროექტების ეტაპზეც.

"არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა.

ასევე, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და განხორციელების ეტაპზე იქნება, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ ზედამხედევლობას საპროექტო დავალებების შესრულებაზე, მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება. ამ პროექტით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარიხსხი და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება", - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავობის სხდომაზე.

თბილისის მერმა გამგეობებს მოუწოდა, გაამკაცრონ კონტროლი ხარიხსა და ზედამხედველობაზე.