Home
Category
TV Live Menu
Loading data...

IMF საქართველოში მისიას აჯამებს

5ad45eb55279c
ელენე გოგბერაშვილი
16.04.18 12:26
1145

საქართველოს ხელისუფლება, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 43.6 მილიონი დოლარი) და პროგრამის ფარგლებში მთალიანი ჩარიცხვები 90 მილიონ ეს-დე-ერს( დაახლოებით 130 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.

სავალუტო ფონდიის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინიმ განაცხადა, რომ პროგრამა წარმატებით მიდმინარეობს. დეკემბრის ბოლოსთვის განსაზღვრული კრიტერიუმები შესრულებულია, ხოლო მიმდინარე ხარჯკებთან დაკავშირებული გეგმიური ინდიკატორი მხოლოდ მცირედით გაირღვა. მისი თქმით, რეფორმების პროგრამა კარგად ხორციელდება და პროგრამით გათვალსიიწნებული კრიტერიუმების უმეტესობა შესრულებულია.

,,2017 წლის ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო სავაჭრო პარტნიორების მაღალი ზრდისა და მღალი ადგილობრივი მოხმარების გამო. 2017 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2018 წლის მარტში 2.8%-მდე შემცირდა, როგორც კი გაზრდილი აქციზის გავლენა ინფლაციაზე გაილია. ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას 2017 წელს მშპ-ს 8.7%-მდე. კერძო სექტორზე გაცემული კრედიტი ხელს უწყობდა ეკონომიკურ ატივობას. ფისკალური დეფიციტი პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი იყო მაღალი შემოსავლების გამო, რაც თავისმხრივ, ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება. მაღალი შემოსავლები და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა ქმნიდა კაპიტალური ინვესტიციების ზრდის და დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურების შესაძლებლობას’’-განაცხდა მერსედეს ვერა მარტინიმ.

მისი თქმით, 2018 წელს ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ ოდნავ გაიზრდება საწვავის ფასების ზრდის და კაპიტალური ხარჯების გამო. მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს მაღალ დამეტად ინკლუზიურ ზრდას, კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობით.

,,ფისკალური დისციპლინა გაგრძელდება. ფისკალური დეფიციტი 2017 წლ