Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ილია ელოშვილი: "ხუდონის" მშენებლობის ფაზაში შესვლას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება

56ea7becb4cce
BM.GE
17.03.16 13:38
1122
"ხუდონჰესი"-ს მშენებლობის ფაზაში შესვლას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, "ხუდონი" ვადაგადაცილებული და დახურული პროექტი იყო, რომელზეც ახალი მემორანდუმი გაფორმდა.
 
"ხუდონი იყო პროექტი, რომელიც გეტყვით, რომ 700 მეგავატია და მხოლოდ 7%-ს ტოვებდა საქართველოში პირველადი მემორანდუმით. იყო ვადაგადაცილებული პროექტი, ასევე გარანტირებული დაშვება ჰქონდა ხაზზე თურქეთის რაც კლავდა შესაძლებლობებს ზოგადად მცირე და საშუალო ჰესებისთვის. იყო დახურული პროექტი და არ ჩანდა ვინ იყო მის უკან.

ჩვენ დღეს ახალი მემორანდუმი გვაქვს. "ხუდონს" დასჭირდება ერთი წელიწადი და სახელმწიფოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ინვესტორის მიმართ, რომ შევიდეს მშენებლობის ფაზაში.