Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იაპონიის მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტისათვის $38 მილიონის დაფინანსებას გამოყოფს

56ddc85d30d50
BM.GE
07.03.16 22:26
1029
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, გაფორმდა სამთავრობო შეთანხმება (ნოტების გაცვლის გზით) საქართველოსა და იაპონიას შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
 
საფინანსო ხელშეკრულება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელმა კაცუტოში ფუშიმიმ.

დოკუმენტები ითვალისწინებს იაპონიის მთავრობის (JICA-ს მეშვეობით) დაფინანსებით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის“ (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი) დამატებითი (4.41მილიარდი იაპონური იენის ოდენობის, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 38.5 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსების გამოყოფას.

პროექტი ამჟამად განხორციელების ეტაპზეა. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქუთაისის ახალი შემოვლითი-სამტრედიის გზაზე და ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტის დასაფინანსებლად შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული იქნა 2009 წელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 17.722 მილიარდი იაპონური იენი გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის სახით.