Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0,8 პროცენტით გაიზარდა

56d3eea71ace3
BM.GE
29.02.16 11:08
1398
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.
 
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი 21%-ით შემცირდა, იმპორტი კი 24 პროცენტით. საგარეო სავაჭრო ბრუნვა საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით შემცირდა.

შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც, - იანვარში 2 725 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7,2 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, იანვარში საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა, - ხარჯებმა 598,4 მილიონი შეადგინა, შემოსავლებმა კი 578,5 მილიონი.