Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იანვარში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.7 პროცენტით გაიზარდა

56cf1081a8e3c
BM.GE
25.02.16 18:31
1204
2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით გაიზარდა და 25.3 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით შემცირდა.
 
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.