Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 1,7 პროცენტით გაიზარდა

56fb88f8e80f7
BM.GE
30.03.16 12:03
1137
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,6 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,7 პროცენტი შეადგინა.
 
შეგახსენებთ, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდა 0,8 პროცენტი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში ექსპორტმა 158,7 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 723,1 დოლარი. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ცვლილებამ წინა წელთან შედარებით, 7,5 პროცენტი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 208 შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, თებერვალშიც, იანვრის მსგავსად საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აჭარბებდა. კერძოდ, ხარჯებმა 625,2 მილიონი, ხოლო შემოსავლებმა 571,2 მილიონი შეადგინა.