Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 7%-ით შემცირდა

570df40716480
BM.GE
13.04.16 11:23
2253
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2136 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 13 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 1693 მლნ. აშშ დოლარი იყო რაც 6 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია.
 
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1250 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.