Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 30%-ით, იმპორტი კი 15%-ით გაიზარდა

58f70c8c63d20
BM.GE
19.04.17 11:06
1563
2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 468 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 159 მლნ. აშშ დოლარი იყო (44 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 481 მლნ. აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტშიც 28 პროცენტი და იმპორტშიც 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 26, 25 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში ასევე 28 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 35 პროცენტით მეტი).

აქედან ექსპორტი 205 მლნ. აშშ დოლარი (59 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 29, 28 და 29 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში 29 პროცენტი).