Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-აპრილში ევროკავშირთან ექსპორტი 33%-ით, დსთ-სთან 61%-ით გაიზარდა

591ea95b477ab
BM.GE
19.05.17 12:12
822
2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარი იყო (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27, 24 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 29 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 1027 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 35 პროცენტით მეტი).

აქედან ექსპორტი 295 მლნ. აშშ დოლარი (61 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 731 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 29, 30 და 28 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 27 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.