Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Heritage Foundation: საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს სასამართლო სისტემის რეფორმას

592bb5c0a0296
ნინო კვინტრაძე
29.05.17 10:00
1256
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანაავტორი ენტონი კიმი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემაა. ენტონი კიმი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ეკონომიკის ყველა სფეროსთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.

"საქართველომ დიდი სამუშაო გასწია საკუთარი ეკონომიკის რეფორმირებისა და მოდერნიზებისთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემის კუთხით. ეს სფერო რეფორმირებისთვის რთულია, ამიტომ უნდა განაგრძოთ სისტემის გაუმჯობესება. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში მეტი შესაძლებლობა შეიქმნება, როგორც ეკონომიკური დინამიურობის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. ამჯერად საქართველოსთვის მოქმედების დროა.

სასამართლო სისტემა ეკონომიკის ყველა სფეროსთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ძალიან რთულია მდგრადი განვითარების მიღწევა. სასამართლო ნებისმიერი ფუნქციონირებადი სისტემის ფუნდამენტია, - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. მას ასევე თან ახლავს ბევრი პოლიტიკური ვალდებულება, რადგან სასამართლოს რეფორმას სჭირდება პოლიტიკური ნება", - ამბობს ენტონი კიმი.