Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჰაკერების თავდასხმების შედეგად, რუსულმა ბანკებმა ნახევარ წელში 1,8 მილიარდი რუბლი დაკარგეს

56eab2ce67bca
BM.GE
17.03.16 17:26
1254
რუსულმა ბანკებმა, Buhtrap-ვირუსის შედეგად, ნახევარ წელში 1,8 მილიარდი რუბლი დაკარგეს. მონაცემები თავის მოხსენებაში კომპანია Group-IB-ს მოჰყავს, რომელიც კიბერ დანაშაულების კვლევებს აწარმოებს.

"Kaspersky Lab"-მა კი ბანკებზე ახალ კიბერ თავდასხმებზე განაცხადა. კომპანიის მონაცემებით, ფინანსურ ინსტიტუტებს წერილი ეგზავნებოდათ FinCERT-ის სახელით, ცენტრალური ბანკის სპეციალური დეპარტამენტიდან, რომელიც ფინანსური უსაფრთხოებით არის დაკავებული. თუმცა, მარტში განხორციელებული ჰაკერების თავდასხმის მიერ მიყენებული ზარალის კონკრეტული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.