09.Dec.2015 16:33
Business

GWP ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას 2017-2018 წლებში ვარაუდობს

GWP ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას 2017-2018 წლებში ვარაუდობს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოში პირველი არასაფინანსო, კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა პირველივე ცდაზე ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი "BB-" მიანიჭა, სტაბილური პროგნოზით. კომპანიის სამომავლო გეგმებზე გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" კომპანიის ფინანსური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი საუბრობს.

- როგორ ფიქრობთ, ამ რეიტინგის მინიჭება რას მოუტანს კომპანიას?

- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომოანიაა, რომელმაც პირველი ცდიდან მიიღო აღნიშნული რეიტინგი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რეიტინგის მინიჭების პროცესი საკმოდ კომპლექსური პროცესია. გულისხმობს კომპანიის შესწავლას, რომელიც სააგენტომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განახორციელა და მისი შეფასება კომპანიის მაღალ, სანდო ხარისხზე მეტყველებს. ეს კომპანიას ინვესტორებთან და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის პროცესში არსებითად დაეხმარება. რეიტინგის მისაღებად კონსულტაცია კომპანია “გალტ ენდ თაგარტმა’’ გაგვიწია, რისთვისაც მადლიერები ვართ.

- თქვენმა აქციონერმნა "საქართველოს ბანკმა" განმარტა, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აქციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ამ მიმართულებით რას აპირებს?

- 2015 წლის მანძილზე კომპანიაში სისტემური გაუმჯობესებები განხორციელდა. არა ერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია იყო ჩართული კომპანიის მართვის და მენეჯმენტის სისტემების გაუმჯებესებაში, სატარიფო მეთოდოლოგიის დახვეწაში და რთული საერთაშორისო კომპლექსური სისტემების ინტრეგაციაში. ამ ყველაფერთან ერთად 2015 წლის განმავლობაში ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ბონდების ემისია და წარმატებული განთავსება შევძელით.

Fitch-ის რეიტინგი, რომელიც მივიღეთ სწორედ არის გზა ამ მიმართულებით. ყოველივე იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით მიმდინარეობს ცვლილებები კომპანიაში, ვვარაუდობთ, რომ 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში შესაძლოა აღნიშნული მიმართულებით წინსვლა.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

- დღეს არსებითი ძალისხმევა სისტემური გაუმჯობესებებისთვის იხარჯება. ყოველივე ეს ძირითადად გულისხმობს იმ ინსტრუმენტებით შეიარაღებას, როგორიც არის Fitch-ის რეიტინგი, საერთაშორისო-საკონსულტაციო კომპანიები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ინსტიტუციონალიზაციას ვცდილობთ, როგორც კომპანიის, ასევე დარგის. ჩვენ კომპანიაში ენერგოეფექტური, ასევე მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური სიახლეების პროექტები უნდა განვახორციელოთ და ასევე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

- ეს ყველაფერი ახლო მომავალში მოხდება, თუ გრძელვადიანი პერსპექტივაა?

- 2015 წლის დეკემბრიდან, რაც ჩვენ მივიღეთ Fitch-ის რეიტინგი, აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა ფონდებთან, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ის პროგრამები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს 2016 წელს მოვაგვაროთ.



17.Dec.2018 13:41
36

Davit Mirtskhulava: The Government Has New Propositions for Khudoni HPP

More
17.Dec.2018 13:40
26

“All Necessary Funds Have Been Mobilized for the First Phase of Construction for the Anaklia Port”

More
11.Dec.2018 19:46
108

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
88

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
58

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
75

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More