გურჯანიის სოფელ ველისციხეში კონიაკის სახდელი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტში კომპანიამ "კახური ტრადიციული მეღვინეობა" 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ქარხნის გახსნა აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი.
ქარხანაში ყურძნის გადამუშავება იქნება შესაძლებელი, საიდანაც საკონიაკე სპირტი გამოიხდება.