Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გუდაურში ე.წ "გადასახედის" რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

5979a58d87d2b
BM.GE
27.07.17 12:32
892
გუდაურში ე.წ ,,გადასახედი“-ს მონუმენტის სრული რეაბილიტაცია გრძელდება.  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.

გუდაურის სარეკრეაციო ზონაში მდებარე მშვიდობის მონუმენტის რენოვაციისა და რეაბილიტაციის პროექტი კომპანია Saxon-მა Idaaf Architects -სთან თანამშრომლობით შეასრულა.

რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, თავდაპირელად მოხდება მონუმენტის რეაბილიტაცია, რომელსაც პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. ამასთან, მონუმენტთან მისასვლელი გზა მოპირკეთდება და ადგილზე საპარკინგზე ადგილი გამოიყოფა.

ადილზე განთავსდება ტურისტული ცენტრიც.