გორში მოხატული ურნები გამოჩნდა. ურნები მოიხატა პროექტის "გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში, გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით და ქალაქ გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით.
პროექტი "გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი" შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება.