Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Google-ის "ჭკვიანი სარკე" აბაზანისთვის, რომელიც გვიჩვენებს ახალ ამბებს, ამინდსა და დროს

56b6fb25c2b8f
ვიქტორია საკუროვა
07.02.16 11:50
1824
მაქს ბრაუნმა, გუგლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სახლის "ჭკვიანი სარკე"  შექმნა. თავისი გამოცდილების შესახებ მან საკუთარ პოსტში Medium-ზე ისაუბრა. გთავაზობთ მის სტატიას, როგორც წარმატებული მარკეტინგული შემთხვევის მაგალითს.
 
როდესაც ვერ ვნახე სარკე, რომელიც დამაკმაყოფილებდა, შევქმენი ჩემი.

გასულ წელს მიხვდი: მსურს, რომ სარკე ჩემს აბაზანაში გამოიყურებოდეს ისე, როგორც მომავლის ამსახველ ფანტასტიკურ ფილმებში.

მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ ყიდდა ისეთ პროდუქტს, რომელიც მე მჭირდებოდა. სამაგიეროდ, მისი ცალკეული ნაწილების პოვნა, არცთუ ისე ძნელი აღმოჩნდა. რამოდენიმე ადამიანს უცდია მსგავსის შექმნა, თუმცა მე სხვა რამ მინდოდა.

ასე რომ, გამოვიწერე ორმხრივი სარკე, დისპლეის პანელი და კონტროლერი, ამასთან დამატებით, რამოდენიმე სხვა კომპონენტი და დეკორის ელემენტები. რეალურად, საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე, უამრავმა ექსპერიმენტმა ჩიხში შემიყვანა მანამ, სანამ ყველაფერი არ ავაწყე სასურველ კონფიგუარაციაში და საბოლოო ვარიანტი არ მივიღე:



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს აბაზანაში! ბოდიშს გიხდით არეულობის გამო.  მარჯვნივ, სადაც წესით, ჩემი სახე უნდა მოჩანდეს, დაინახავთ სააათსა და თარიღს.
მარცხნივ, ამჟამინდელი ამინდი და უახლოესი 24 საათის პროგნოზი. მის ქვემოთ რამოდენიმე სიახლის სათაურია.

ინტერფეისის ფერი იცვლება მხოლოდ მაშინ, თუ გარეთ მოღრუბლულია, ყველა სხვა შემთხვევაში ტექსტი რჩება მონოქრომული, რათა ყურადღების გადამტანი არ იყოს.
ინტერფეისი აწყობილია Android API-ს მსგავსი კოდის ბაზაზე, დამატებით, პროგრამა Forecast ამინდისთვის და Associated Press ახალი ამბებისთვის.

ახლა კი, პერიოდულად, ცდებს ვატარებ საცობების ჩვენებაზე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროებას არ წარმოადგენს ინტერფეისთან რაიმე სახით ურთიერთქმედება, რადგან ის ავტომატურად განახლდება, ასევე ყველაფერი დანარჩენისთვის სარკეს აქვს ხმით ძიების ფუნქცია.

დისპლეის სისქე რამოდენიმე მილიმეტრია და ის მოთავსებულია სარკისა და კედლის კარადის კარებს შორის. ასე რომ, ყველაფერი ძალიან სუფთად გამოიყურება და მე შემიძლია კარადის სივრცით თავისუფლად ვისარგებლო. ასე გამოიყურება ღია კარადა:

ეს პროტოტიპი ჯერ კიდევ, გაუმჯობესების პროცესშია, რადგან არ დამიხარჯავს საკმარისი დრო მისი პროგრამული უზრუნველყოფისთვის.  ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მანამ, სანამ ბოლომდე არ გავერკვევი პლატფორმაში და ყველაფერ ზედმეტს არ მოვიშორებ, მოწყობილობის შიდა ნაწილი ქაოტური შესახედაობის იქნება.

ასე რომ, ახლა ვცდილობ გავიგო, თუ როგორ მოვახდინო ახალი იდეების რეალიზება. მოგვიანებით კიდევ რამოდენიმე ფოტოს გამოვაქვეყნებ, რომლებიც გადავიღე სარკეზე მუშაობის პროცესში.
IHUB Tbilisi