Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Google-ი საპირველაპრილო ხუმრობის გამო ბოდიშს იხდის

56fe987549235
BM.GE
01.04.16 19:47
1109
Google-ი საპირველაპრილო ხუმრობის გამო ბოდიშს იხდის. კომპანიამ gmail-ის მეშვეობით სხვადასხვა მომხმარებლებლების იმეილებზე "მინიონების" გიფები გააგზავნა, თუმცა ადრესატებს შორის ბიზნეს წერილებიც მოხვდა, შესაბამისად "გუგლის" წლევანდელმა ხუმრობამ ყველა მომხმარებლის გახალისება ვერ მოახერხა.
 
როდესაც მომხმარებელი გიფის გათიშვას ცდილობდა, მის მიერ ავტომატურად ხდებოდა ტექსტის ატვირთვა. მომხმარებელს შეტყობინების გაგზავნის მაგივრად მისი დაარქივება უწევდა, რის შემდეგაც ადრესატისთვის ავტომატურად ხდებოდა გიფის დაბრუნება.

"როგორც ჩანს წელს მოტყუებულები ჩვენ დავრჩით", - დაწერა საკუთარ ბლოგზე "გუგლის" ერთ-ერთმა ინჟინერმა. კომპანიამ საპირველაპრილო ხუმრობის შეცვლა, სოციალურ ქსელში, მომხმარებელთა გამოხმაურების შემდეგ გადაწყვიტა.