Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Goldman Sachs-ის პროგნოზით, ნედლეულზე ფასების ზრდა შეწყდება

56e04c605e64a
BM.GE
09.03.16 20:14
1246
ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs პროგნოზით, ნედლეულზე, რკინის საბადოებიდან დაწყებული ოქროს ჩათვლით, ფასების ზრდა შეწყდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბანკში ელოდებიან რკინის საბადოზე ფასების მანიპულირებას. მათი შეფასებით, ახლა არის კარგი შესაძლებლობა სპილენძის ფასების ვარდნაზე ფსონის დასადებად.
 
"ბაზარზე მაღალი ფასის შენარჩუნება ბევრად რთულია", - აღნიშნავენ ბანკში. ამას გარდა, Goldman Sachs მიუთითებს, რომ ნავთობზე ფასები 20-40$ დოლარის დიაპაზონში დარჩება. “მხოლოდ რეალური დეფიციტი შეიძლება გახდეს რეალური ფასთა მონაცველობის მიზეზი, რასთანაც ძალიან ბევრი თვე გვაშორებს, - ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მწარმოებლები ნავთობზე დაბალი ფასების გამო, იანვარ-თებერვალში შერჩეულ პოზიციებს შეინარჩუნებენ", - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.