23.Jan.2016 14:59
World

Goldman Sachs-ი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიაში ათასობით ფუნტს დებს

Goldman Sachs-ი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიაში ათასობით ფუნტს დებს
SkyNews-ის ინფორმაციით, საბანკო ჯგუფი Goldman Sachs ათასობით ფუნტს დებს კამპანიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენისთვის დაიგეგმა. ამ ფორმით, გადაწყვიტა Goldman Sachs-მა მხარი დაეჭირა კამპანიისთვის "ბრიტანეთი უფრო ძლიერია ევროპასთან ერთად" (Britain Stronger in Europe), რომელსაც Marks & Spencer-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კონსერვატიული პარტიის წევრი, სტიუარტ როუზომი თაოსნობს. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასების და ჩინეთის ეკონომიკური კრახის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ეკონომისტების და დარგის სპეციალისტების მხრიდან, ერთ ერთი ყველაზე აქტიურად განხილვადი თემაა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. რეფერენდუმი ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე, შესაძლოა 2017 წლის ბოლოს გაიმართოს, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა. მანამდე ქემერონი ამრკიცებდა, რომ არ თვლის Brexit "სწორ ნაბიჯად“, თუმცა ამავე დროს ევროკავშირისგან მოითხოვა, რომ გათავისუფლდეს ევროკავშირისგან მჭიდრო თანამშრომლობისგან, რაც შესაძლებლობას მისცემს ეროვნული ბაზარი დაიცვას და შეძლოს მიგრაციული პროცესების გაკონტროლება. Goldman Sachs-ის გადაწყვეტილებაზე ჩადოს ინვესტიცია კამპანიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში შენარჩუნებაზეა მომართული, ცნობილი იმის პარალელურად გახდა რაც გაირკვა რომ თავად საბანკო ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. 20 იანვარს გამოქვეყნდა მონაცემები, რომ Goldman Sachs-ის სუფთა მოგება 2015 წელს 31%-ით შემცირდა 5,57 მილიარდ დოლარამდე. მეოთე კვარტალში მოგების კლება 72% იყო და 574 მილიონი შეადგინა.



15.Feb.2019 01:01
81

JPMorgan plans to Use Digital Coin to Speed Up Corporate Payments

More
14.Feb.2019 00:40
94

Visa-free agreement on ID-card between Ukraine and Georgia will come into force on March 1

More
09.Feb.2019 00:22
184

Bezos Nude Selfie Controversy Triggers Alarm For Billionaires

More
08.Feb.2019 22:06
138

Nino Zambakhidze attended signing of a new USAID program, talked with president Trump

More
07.Feb.2019 00:41
104

Venice plans to introduce a €3 entry fee for tourists

More
05.Feb.2019 11:08
100

Global Markets Review

More