Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

56ce968837b91
BM.GE
25.02.16 09:48
1052
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ქადაგიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2009 წლიდან იყო.
 
"ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.

მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის", - წერს ქადაგიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გიორგი ქადაგიძე 2008-2009 წლებში იკავებდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობას. 2007-2008 წლებში იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.