გიორგი ქადაგიძეს ამ ეტაპზე პოლიტიკური გეგმები არ აქვს. როგორც ქადაგიძემ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, უახლოეს პერიოდში ის რამოდენიმე ქვეყანაში ლექციების წაკითხვას აპირებს.
"ცნობილი გამოთქმა მინდა მოვიშველიო: თუ გინდა, რომ ღმერთი გააცინო, საკუთარ გეგმებზე უნდა ესაუბრო. მე არ მაქვს გრძელვადიანი გეგმები.
რაც შეეხება მოკლევადიან გეგმებს, მაქვს რამდენიმე ქვეყანასთან ვალდებულება, სადაც ვიქნები მიწვეული ლექტორი. ეს არის ყირგიზეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი.
ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი პროფესორ ფუკუიამასთან, ილიას უნივერსიტეტთან და ეკონომიკური კვლევის ცენტრთან ერთად. ეს არის ჩემი უახლოესი, ორი-სამი თვის გეგმები - ", - განაცხადა ქადაგიძემ.