14.Jan.2016 19:14
Financial Sector

გიორგი ქადაგიძე: საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით

გიორგი ქადაგიძე: საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვავს, რომ პარლამენტში ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება. გიორგი ქადაგიძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება მისთვის გასაკვირი იყო.
 
„საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი დღეს, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან. ალბათ, უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტრიბუნა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რაც პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. იმ ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში ვითარდება, ჩემთვის ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატებს სურვილი არ აქვთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინონ. მით უფრო, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. უამრავი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური ბანკებიდან ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად და ამ დროს ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს განვიხილავთ.

მე პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია მაქვს და იმედს გამოვთქვავ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება“, - განაცხადა ქადაგიძემ.



23.Feb.2019 19:13
21

Bank of Georgia Group will hold investor day in Tbilisi on 25 June 2019

More
23.Feb.2019 12:22
45

Fitch Upgrades Georgia's Sovereign Rating to 'BB'

More
23.Feb.2019 00:39
41

NBG Leaves Countercyclical Capital Buffer Unchanged at 0%

More
23.Feb.2019 00:15
58

NBG may Increase Reserve Requirements by 5% to Decrease FX Lending

More
23.Feb.2019 00:07
65

TBC Shares Rise on Strong Results and Board Restructuring Announcements

More
22.Feb.2019 19:53
81

Fady Asly: Give me Access to Cases from 20 Years ago and I’ll Put Anyone in Jail

More