Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: კულტურის სამინისტრო კლასიკურად საბჭოთა კავშირის გადმონაშთია

56c375698aa11
BM.GE
16.02.16 23:11
1289
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამინისტროების ნაწილი უნდა გაუქმდეს. კერძოდ, როგორც ქადაგიძემ გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, ქვეყანაში სამინისტროების განახევრებაა შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს ასობით მილიონი ლარის დანაზოგს მოუტანს.
 
"ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება, ის არ იყო არც ჩვენთან და იყო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი. დღეს როდესაც პროკურატურა გამოეყო იუსტიციას სასჯელაღსრულება მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და პრობაციის სისტემა კვლავ იუსტიციის სამინისტროს დავუბრუნოთ. სპორტის სამინისტრო, მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ. დავუთმოთ პროფესიული სპორტი ფედერაციებს. კულტურის სამინისტრო არის კლასიკურად საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. თუ ჰოლანდიას არ აქვს კულტურის სამინისტრო ვერ ახერხებს საკუთარი კულტურის პროპააგანდას? თავისუფლად შეგვიძლია სამინისტროების განახევრება, რაც ასობით მილიონი ლარის დანაზოგს მოგვცემს“, - განაცხადა ქადაგიძემ