24.Nov.2015 12:21
Economy

გიორგი ნემსაძე: ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების 40%-მდე ზრდას ცდილობენ

გიორგი ნემსაძე: ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების 40%-მდე ზრდას ცდილობენ
ნავთობის ფასების კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. გადაცემა “საქმიან დილაში’’ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს Admiral Markets-ის ანალიტიკოსი გიორგი ნემსაძე მომოიხილავს.

-ნავთობის საერთაშორისო ფასები უკვე  კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. ტრენდი იყო საკმოდ ბუნდოვანი. იზრდებოდა და კლებულობდა და ახლა კრიტიკულ ზღვარს გადსაცდა, ფასების კოლოსალურად დაეცა. ეს ყველაფერი რამ განაპირობა და ტრენდი  რა მიმართულებით ვითარდება?

-ტრენდი თავის აღებულ გეზს აგრძლეებს. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაჯგუფდა იმისათვის, რომ ეს ტრენდი განვითარდეს. ყურადღებას ახალ ფაქტორებზე გავამახვილებ, რომელიც წინა კვირაში გამოიკვეთა. ხაზგასასმელია საუდის არაბეთის - ოპეკის წევრი ქვეყნების გააქტიურება ევროპის ბაზარზე. ამ რეგიონზე რუსეთს აშკარა გავლენა ჰქონდა. დღეს უკვე მკვეთრად გამოკვეთილი კონკურენტი გაუჩნდა საუდის არაბეთს. მაგალითად, პოლონეთში უკვე ნავთობის უდიდესი მოწდება განხორციელდა.

-ოპეკი ცდილობს, რომ ნავთობპროდუქტების წილი ევროპის ბაზარზე 33,5 %-დან 40%-მდე გაიზრადოს...

-ისინი ცდილობენ 40%-მდე ზრდის მოპოვებას და მიწოდებას მთლიან ბაზარზე მათ შორის იგულისხმება ევროპული ბაზარიც.

-რადგან რუსეთსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ხელთ, რამდენად რეალური და შესაძლებელია ეს?

-ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს, როდესაც ნავთობის ფასი დაბლა მოდის, აქ წინა პლანზე გადმოდის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც მისი მოპოვების ღირებულება ქვია. საინტერესოა რატომ ვერ ხდება რუსული ნავთობი კონკურენტუნარიანი. იმიტომ, რომ ის ტექნოლოგიები, რომელსაც საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში და ამერისიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ, ეს არის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც მოპოვების ხარჯებს მინიმუმამდე დაყავს.

-ევროპისთვის და მთლიანად რეგიონისთვის რა შეიცვლება?

-ფასების ვარდნას ორი კუთხით შეგვიძლია, შევხედოთ. ტრეიდერებისათვის მნიშვნელოვანი პერიოდი ახლოვდება. იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როცა რაღაც ხდება, დინამკა და ზუსტად ეს პერიოდი ვთარდება. რას იწვევს ნავთობის ფასების დაბლა დაწევა: ვალუტების მერყეობას ევროპის ბაზარზე. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ნავთობის ფასის ვარდნთაა გამოწვეული, მაგრამ დავუკვირდეთ ევროს. ის უკვე დოლართან მიმართებაში მრავალი ექსპერტის მიერ მონიშნულ სამიზნეს უახლოვდება. ეს ტრენდი, როგორც ნავთობის ფასის კლება კვლავ ხორციელდება ევრო-დილარის წყვილთან მიმართებაში. ანალოგიურ გავლენას მოახდენს ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც იმპორტიორი გახლავთ.

-საინტეესოა რამდენად შევძლებთ იმ ნებეფიტების გამოყენებას, რაც უნდა გვქონდეს, თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში არსებულმა ტენდენციებმა აბსოლუტურად სხვა სურათი გვაჩვენა. 1,7 ნიშნულია ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ამაზე გარდა ნავთობის ტრენდის მერყეობისა, გავლენას ახდენს ტერაქტების სერია, რომლის შკოკიდანაც ვერ გამოსულან ვერც ევროპა და ვერც საერთაშორისო ბირჟები. კონკრეტულად ამ მიმართულები რა ხდება, ტრიედერების დღის წესრიგი ტერაქტების სერიამ რამდენად შეცვალა?

-ამ მომენტს ანალიტიკური თვალით შევხედოთ. იმ ქვეყნის ან გაერტიანების დასახელება გამიჭირდება, რომელიც ასეთი პრობლემების კასკადს გაუძლებდა, თუ არა ევრო ზონა. მისი ამ დონეზე მყარად ყოფნა იმ თანმიმდევრულმა რეფორმება განაპირობა, რომლებიც მათ განახორციელეს. გავიხსენოთ საბერძნეთის მომენტი, შემდგომ ლტოლვილების უდიდესი ნაკადი და დღეს განხორციელებული ტერაქტები. ვიცით, რომ ვალუტის კურსზე ამინდიც კი გავლენას ახდენს. ამას დაემატა მარიო დრაგის გამოსვლა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში შერბილებული მონეტარული პოლიტიკა არ შეწყდება, პირიქით თანმიმდევრულად განხორციელდება. მიუხედავად ყველაფრის ამისა, ევრომ თავისი ვარდნით მაინც სტაბილურად მიდის იმ სამიზნისკენ, რაც გამიზნულის ევრიპული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის.

-ტრეიდერებისადმი თქვენი რეკომენდაცია რა იქნება?

-თამამდ ვიტყოდი, რომ ტრეიდერები დიდი ყურადღებით უნდა მოემზადონ. იმიტომ, რომ განსაკუთრებით ნავთობთან მიმართებაში წონიანი ექსპეტების აზრით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გველოდება. ნიშნული, სამიზნე დაახლოებიტ 20 დოლარისაკენ მიდის. რამდენად განხორციელდება არვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე რყევები იქნება, რაც საუკეთესო გარემოა ტრეიდერეისათვის.

-თუ გადავხდედავთ საინვესტიციო ბანკების დინამიკასაც მთელი ამ დროის განმავლობაში არ იყო სახარბიელო მათი ოპერირება. თუმცა, ურთიერთგამომრიცხავი პროცესები მიმდინარეობს ერთმანეთთან მიმართებაში და ვნახოთ რა მიმართულებით წაიყვანს მთლიანობაში ტრენდს...
Author საქმიანი დილა



14.Dec.2018 19:33
22

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
14

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
19

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
47

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More
13.Dec.2018 18:59
45

Foreign Direct Investments Reduced by 48% in Third Quarter of 2018

More
13.Dec.2018 18:58
31

“Justice System Reforms Need to be More Expeditious - We Will Probably use Foreign Judges”

More