Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი მარგველაშვილი: სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად

56b1dbb675b13
BM.GE
03.02.16 14:48
1209
"სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით სახელმწიფომ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის გიორგი მარგველაშვილმა მიწის ბაზრის განვითარება დაასახელა.
 
"ჩვენი ბუნება ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს გვიხსნის. პირველ რიგში ეს არის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები. საქართველოს ამ თვალსაზრისით, მართლაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია. უმნიშვნელოვანესია პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და ამ პოტენციალის ათვისება. მარტივად, რომ ვისაუბროთ, - სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად. ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მიწის ბაზრის განვითარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.