Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ირანში

56c9781c8df73
BM.GE
21.02.16 12:39
973
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს პერიოდში ირანში ვიზიტს გეგმავს. როგორც პრემიერმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება.
 
"ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მიღწევაა ირანსა და დასავლეთს შორის ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქნციები იქნა გაუქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკური კავშირები ირანთან გავაღრმავოთ, გვყავდეს უფრო მეტი ვიზიტორი, უფრო მეტი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული ირანიდან და ტურიზმი ორ ქვეყანას შორის განვითარდეს.

არსებობს ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს და ამ მხრივ, ბუნებრივია, ვმუშაობთ. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ირანში, სადაც ამ პერსპექტივებს განვიხილავთ. საფრთხეებს რაც შეეხება, საფრთხეებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დღესდღეობით ირანი მიჰყვება იმ შეთანხმებას, რომელიც დასავლეთთან იქნა გაფორმებული. რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად მისასალმებელია. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებობა, რომელიც გვექნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.