Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: სოფლად მაცხოვრებლები გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს მიიღებენ

56813c4f2ac64
BM.GE
28.12.15 17:27
1305
"ვგეგმავთ შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად, რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს“, - აღნიშნული შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით ამ მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება იქნება გამოყენებული.
 
"ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებებზე, რაც საჭიროებებიც არაორგანიზებულად შემოსულ ტურისტს ხვდება ქვეყანაში ჩამოსვლისას. ჩვენ გავაკეთებთ დეტალიზებას მსოფლიო ბანკის გაკეთებული კვლევის.

ასევე ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლად მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ვგეგმავთ შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სფლად მაცხოვრებელმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა ტურისტების წლის განმავლობაში. ამ მხრივ ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებსაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.