Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: არ მესმის 18 წლის ახალგაზრდამ 4 წელი, რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი

57112b8a316da
BM.GE
15.04.16 21:55
1119
თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, პრემიერმა განათლების რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს რესურსები ამ კუთხით, მოთხოვნებზე უნდა იყოს გადანაწილებული. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმუშევარ ადამიანებს აწარმოებს.
 
„დღეს ჩვენი განათლების სისტემა და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს. მე შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ გადავარწმუნე რომ პროფესიად აერჩიათ ბიზნესი. მე არ მესმის 4 წელი ბაკალავრის დონეზე რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი.

არ მესმის, 18 წლის ახალგაზრდამ რატომ უნდა ისწავლოს 4 წელი ბიზნესი. ის უნარ-ჩვევები რომელსაც ისინი იძენენ, არ ემყარება უფრო ფუნდამენტურ განათლებას.

იმდენი ადამიანი ამთავრებს საქართველოში ამ სპეციალობას და შემდგომში ფაქტიურად არიან უმიმართულებოდ, რჩებიან უმუშევრები და უწევთ გადაკვალიფიცირება. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს ამაში. როდესაც კერძო სექტორს უწევს საკუთარი რესურსის დახარჯვა იმაში, რომ გააგზავნოს ახალგაზრდები საზღვარგარეთ, რათა მეტი კვალიფიკაცია შესძინოს თანამშრომლებს. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ხუთჯერ მეტ დიპლომატს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ვაკანსიები მომავალი წლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.