Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი 26 თებერვალს ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდება

56cacc4201b74
დავით ჯალაღონია
22.02.16 12:50
2654
გიორგი კვირიკაშვილი 26 თებერვალს ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდება, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.
 
ხუნძაკიშვილი ამ შეხვედრაზე ლუდის ინდუსტრიის პრობლემებზე საუბარს გეგმავს, რომელიც აქციზის გადასახადის გაზრდამ გამოიწვია.

"ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფოს ხედვა და პასუხი - აკმაყოფილებთ თუ არა ამ ეტაპზე არსებული წარმოების მოცულობა. თუ სურთ, რომ ლუდის ინდუსტრია კიდევ უფრო გაიზარდოს, მაშინ სხვანაირად უნდა მოიქცნენ", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა და დასძინა, რომ იგი პრემიერ-მინისტრს ლუდზე აქციზის გადასახადის შემცირების სანაცვლოდ სხვადასხვა სოციალურ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, 2015 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც აქციზი ალაოს ლუდზე (1 ლიტრზე) 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა, ინდუსტრიის შემოსავლები 35 მილიონი ლარით შემცირდა.

როგორც ამერიკის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, 26 თბერვალს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა რესტორანში "ფუნიკულიორი" გაიმართება.