29.Jan.2016 12:00
Society

გიორგი ჯიბლაძე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია

გიორგი ჯიბლაძე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საბრუნავი საშუალებების კომპონენტი არ შეჩერებულა", - აღნიშნულის შესახებ, პროექტის მენეჯერმა, გიორგი ჯიბლაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, შეჩერებულია საბრუნავი საშუალებების კონკრეტული მიზნობრივობა. როგორც ჯიბლაძე განმარტავს, პირველადი წარმოების მიმართულებით, საბრუნავი საშუალების დაფინანსების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგება.
 
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ საბრუნავი საშუალებები პირველადი წარმოების მიმართულებით, დავაფინანსეთ სამი ციკლის განმავლობაში. ეს იყო 2013-2014-2015 წლებისთვის. თუ სამი წლის განმავლობაში, ბიზნესი კვლავ ვერ გახდა რენტაბელური ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ბიზნესი მომავალში აღარ უნდა დაფინანსდეს", - განმარტავს გიორგი ჯიბლაძე. რაც შეეხება 23 წლის მეწარმე, მარიამ კოდუას შემთხვევას, გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ მისი ბიზნესის რენტაბელურობიდან გამომდინარე, ის კომერციული სესხის ბენეფიციარი გახდა.

"მარიამ კოდუას შემთხვევაში, მისი ბიზნესი გახდა ისეთი რენტაბელური რომ ის უპრობლემოდ ხდება კომერციული სესხის ბენეფიციარი. თუ ბიზნესი ემსახურება კომერციულ სესხს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდეს სახსრების ამ კუთხით მიმართვა.

"პროექტის მიმდინარეობისას არ არის არანაირი ხარვეზი, შესაძლოა იყოს კომუნიკაციის პრობლემა. 47-01-01 არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც ბენეფიციარებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. რადგან ბენეფიციარები რეგიონებში არიან, მათთან ინფორმაცია შესაძლოა დაგვიანებით მიდიოდეს", - განმარტავს გიორგი ჯიბლაძე.



19.Dec.2018 01:13
8

Mamuka Bakhtadze to youth: Always remember that the future of this country is in your hands

More
19.Dec.2018 01:09
12

Hollywood Scouts to Come to Georgia

More
19.Dec.2018 01:08
11

Education is the Lowest Paid Sector

More
12.Dec.2018 19:54
40

PRIME MINISTER OF GEORGIA AND SPECIAL REPRESENTATIVE OF NATO SECRETARY GENERAL FOR CAUCASUS AND CENTRAL ASIA

More
07.Dec.2018 20:11
78

“Government of Georgia has an unshaken political will to continue"

More
06.Dec.2018 18:17
90

CRRC: 41% of Respondents Do Not Trust Judiciary

More