Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: ბევრად ზუსტი სტატისტიკა გვაქვს საქართველოში, ვიდრე პირობითად გერმანიაშია

5729bc3baf851
BM.GE
04.05.16 13:07
1237
აპრილში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, წლის განმავლობაში კი მატებამ 17% შეადგინა.
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძმღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ საკმაოდ ზუსტი მონაცემები აქვს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს. ჩოგოვაძე განმარტავს, რომ გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 28 მილიონი ლარი შეადგინა, რის სტატისტიკასაც ეროვნული ბანკი აკეთებს.

"ბევრად ზუსტი სტატისტიკა გვაქვს საქართველოში, ვიდრე პირობითად გერმანიაშია", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, ნომერ პირველ პრობლემად სექტორში კვლავ გზები რჩება.

"სასტუმროების მშენებლობა დღეს ძალიან პრიორიტეტულია და ეს კომპონენტი "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებშიც გაჩნდა. სპეციალური შეღავათები უწესდებათ იმ პირებს, ვისაც სასტუმროს აშენება სურთ.

რაც შეეხება გზებს - საქართველო დღეს არ არის შვეიცარია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის", - განაცხადა ჩოგოვაძემ.