Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ენეგეტიკული პროექტები განიხილეს

56e17458d71ec
BM.GE
10.03.16 17:18
1102
"საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს“, - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელმაც ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა შეაფასა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

"ორი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები განიხილეს, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ დაძაბულობამ ნეგატიური გავლენა არ ჰპოვოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის, არამედ სავაჭრო პარტნიორობის მიმართულებითაც. მხარეებმა ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნვეყლოფს. გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ სატრანსპორტო პროექტზე, როგორიც არის აბრეშუმის გზა და Lapis lazuli-ის პროექტი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.