Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გია გაჩეჩილაძე: რად უნდა ამას პრემიერი, კეთილი ინებონ და დამანიშნინონ დირექტორი

56bce6d5be555
BM.GE
11.02.16 23:40
1193
"ძალიან უსამართლო მდგომარეობაში ვარ, სირცხვილია, რომ 55%-იანი წილის მფლობელი ვერ ნიშნავდეს დირექტორს“, - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, საჯარო რეესტრის მიერ, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის რეგისტრაციის შეჩერების ფაქტი, შესაძლოა სხვა ბიზნესზეც ნეგატიურად აისახოს.
 
"რა გამოდის, რომ ვერ მოხსნილა ერთი დირექტორი და ვერ დანიშნულა ახალი?

ტელევიზიიდან მოწყობილ შანტაჟს აყვა ხელისუფლებაც. არანაირი უფლება რეესტრს არ გააჩნია, რომ არ დაარეგისტრიროს დირექტორი. მე ვარ 55%-იანი წილის მფლობელი და ვნიშნავ დირექტორს, რას ნიშნავს ხელი არ მოაწერა?!", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, პარტნიორთა კრების შემდეგ, მას პრემიერთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
 
"თავს დამნაშავედ ვგრძნობ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ის კაციც და მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩავდექი.

ელემენტარულია, რად უნდა ამას პრემიერი, ვნიშნავ დირექტორს და კეთილი ინებონ და დამანიშნინონ დირექტორი, რომ ხელი შევუშალო გაკოტრების პროცესს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.