12.Jan.2016 16:38
Society

გერმანიის ელჩი: თქვენი საშინაო პოლიტიკა მუდმივად მაოცებს

გერმანიის ელჩი: თქვენი საშინაო პოლიტიკა მუდმივად მაოცებს
"მინდა გითხრათ რომ თქვენი საშინაო პოლიტიკა მუდმივად მაოცებს", - აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბეტინა კატენბახმა „ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიური და თავდაჯერებულია.
 
"იმისათვის რომ თუნდაც 6 თვის მუშაობის შემდეგ შეფასება გავაკეთო საქართველო ზედმეტად კომპლექსური ქვეყანაა, თუმცა მინდა გითხრათ რომ თქვენი საშინაო პოლიტიკა მუდმივად მაოცებს. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია და ეს მრავალფეროვნება ვფიქრობ რომ უფრო მეტად შეიძლება რომ აისახოს თქვენს პოლიტიკაზე. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიური და თავდაჯერებულია და მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რათა დააკვირდეს პოლიტიკას და კრიტიკულად შეაფასოს იგი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას. ძალიან მნიშნელოვანია მედიის თავისუფლების საკითხიც. ამას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაც. პოლიტიკურ პარტიებს ერთადერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეთ, და ეს მიზანია ქვეყნის განვითარება და მისი წინსვლა. რასაკვირველია ამის მიღწევისთვის შეიძლება არსებობდეს განსხვავებული იდეები და კონცეფციები, თუმცა ყველა პარტიის ქმედება უნდა იყოს კონსტრუქციული. ასე იყო გერმანიის შემთხვევაშიც. დიდი ინტერესით ველი იდეებისა და კონცეფციების შეჯიბრს საქართველოში მომავალი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩემთვის როგორც ელჩისთვის საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა უპრობლემოდ მიმდინარეობს. აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა", - განაცხადა ელჩმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში.



12.Dec.2018 19:54
37

PRIME MINISTER OF GEORGIA AND SPECIAL REPRESENTATIVE OF NATO SECRETARY GENERAL FOR CAUCASUS AND CENTRAL ASIA

More
07.Dec.2018 20:11
76

“Government of Georgia has an unshaken political will to continue"

More
06.Dec.2018 18:17
88

CRRC: 41% of Respondents Do Not Trust Judiciary

More
04.Dec.2018 22:56
100

LBS named best European business school

More
03.Dec.2018 14:24
78

Reuters: Thousands in Georgia protest against presidential election results

More
29.Nov.2018 14:14
128

BBC: Georgia elects Salome Zurabishvili as first woman president

More