Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გერმანიაში, "სნიკერსში" აღმოჩენილი პლასტმასის გამო, Mars Inc-ი პროდუქციას 55 ქვეყნიდან იწვევს

56cd4e4a20c2b
BM.GE
24.02.16 10:30
1291
გერმანიის ბაზარზე "სნიკერსში" აღმოჩენილი პლასტმასის გამო, შოკოლადები მსოფლიოს 55 ქვეყნიდან გაიწვიეს.
 
პლასტმასის შეცველი შოკოლადები, მათ შორის Mars, Snickers და Milky Way, ევროპისა და აზიის ქვეყნებში იყიდებოდა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში.

უხარისხო პროდუქციის შესახებ ცნობილი, პირველად 8 იანვარს, გერმანიაში გახდა, როდესაც მომხმარებელმა პლასტმასის შემცველი პროდუქცია კომპანიას უკან გაუგზავნა.

"ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ პლასტმასი მხოლოდ ამ ერთ პროდუქციაში იქნებოდა, არ გვსურს, რომ მაღაზიებში უხარისხო პროდუქტი მოხვდეს, ამიტომ პროდუქციას უკან ვიწვევთ", - განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენს შეადგენს კომპანიისთვის მიყენებული ზარალი.