Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გერმანიაში დრონს მოძრავ ობიექტებზე დამოუკიდებლად დაჯდომა ასწავლეს (ვიდეო)

56a86bd27ea1d
BM.GE
27.01.16 11:02
1477
გერმანიის აერონავტიკის ინჟინერიის ცენტრში დრონს Penguin BE-ს მოძრავ ობიექტებზე დამოუკიდებლად დაჯდომა ასწავლეს. 3 მეტრაინი და თითქმის 20 კილოგრამიანი დრონის გამოცდისას მოწყობილობა ავტომობილის სახურავზე დაეშვა, რომელიც 75 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ავტომობილის სახურავზე განთავსებული იყო სპეციალური პლატფორმა QR-კოდით, რომელიც აღიარებულია როგორც ოპტიკური სუსტემა. ამავე დროს მანქანას მართავდა ტესტს-მძღოლი, რომელიც პარალელურად იღებდა ინსტრუქციას თუ რა სიჩქარით უნდა ემართა ავტომობილი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უპილოტო მოწყობილობის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი გადაადგილება ხდება რეალურ დროში და სინქრონიზბულია მოძრავ ავტომობილთან. მომავალში იგეგმება ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც სინქრონიზებული იქნება თვითმართვის უნარის მქონე ავტომობილთან.