Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გერმან გრეფი: რუსეთის ბანკების 10%-მა შესაძლოა ლიცენზია დაკარგოს

56683f968ff6b
BM.GE
09.12.15 18:45
1253
"2016 წელს რუსეთის ბანკების დაახლოებით 10%-მა შესაძლოა ლიცენზია დაკარგოს", - Sberbank-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფედერაციის პლენარულს სხდომაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთში საბანკო სისტემა სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბანკების მოქმედი კაპიტალი ძალიან დაბალ დონეზე დავიდა. მისი თქმით, საბანკო სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია და მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
 
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გათვლით, 2015 წლის დასაწყისისთვის მარეგულირებელმა კომისიამ 50 ბანკს და 66 საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციას ლიცენზია გაუუქმა. დღესდღეისობით რუსეთში 700-ზე მეტი ბანკია წარმომადგენელი.

Sberbank-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი ყველაზე მეტად საბანკო სექტორს შეეხო. მანვე განაცხადა, რომ ამ შოკში რუსეთის ნაციოანლურ გაუუქმგაუუქმგაუუქმბანკს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, არამედ რიგი რთული ფაქტორებით იყო გამოწვეული.

2016 წელს რუსეთში ბანკების შემცირებაზე VTB ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინიც საუბრობს. მისი განმარტებით, სტაბილური დონის მისაღწევად 100 საბანკო ორგანიზაცია საკმარისია, ახლა კი ქვეყანაში 800-მდე საბანკო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 500-მდე შემცირდეს.