Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Georgian Airways-მა პრაღის, ლონდონისა და პარიზის მიმართულებით ფრენები ზაფხულის სეზონის შემდეგ, შესაძლოა, აღარ გააგრძელოს

58eddeb360d85
სალომე მეცხვარიშვილი
13.04.17 09:43
1493
გააგრძელებს თუ არა Georgian Airways ფრენებს პრაღის, ლონდონისა და პარიზის მიმართულებით ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, უცნობია. კომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ამ მიმართულებებზე ფრენის ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ 6 თვის განმავლობაში აქვს.

გივი დავითაშვილი განმარტავს, რომ ფრენები იმ შემთხვევაში გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, თუ მათზე მოთხოვნა დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კომპანიამ რამდენიმე ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება დაანონსა. თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება. რაც შეეხება პარიზს, ფრენები ამ მიმართულებით ზაფხულიდან დაიწყება, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.