Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გენგეგმა: დაბრკოლებაა ახლო აღმოსავლეთის ყაიდით განვითარება, რომლის მიხედვითაც დიდი ნიშნავს კარგს

59719bc285e18
BM.GE
21.07.17 10:10
813
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, შემდეგ 5 წელიწადში, 1.5 – 2 მილიონი კვ. მ. უძრავი ქონების მშენებლობა დასრულდება, რომლის უმეტესობა საცხოვრებელი შენობება.

გენგეგმის ჯგუფი აღნიშნავს, რომ არის ძალიან მკვეთრი მინიშნებები იმისა, რომ თბილისში ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"შეუზღუდავმა, არაკონტროლირებადმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს მოწოდების არსებული სტრუქტურების (განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის) სფეროში ახალი ინვესტორების შესაძლო შეფერხება“, - ვკიტხულობთ გენერალურ გეგმაში. ამასთან ჯგუფი აღნისნავს, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის მენტალიტეტის დომინირება, რომლის მიხედვითაც თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განვითარება მიმდინარეობს პრინციპით - უფრო დიდი ნიშნავს უკეთესს.
„ევროპული საინვესტიციო მიდგომების ნაკლებობა სახეზეა. თბილისის ფარდობითად მცირე მოცულობის ბაზარზე მსხვილმასშტაბიანი პროექტების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს;

საფრთხეს წარმოადგენს არაკონტროლირებადი ინვესტიციები, განსაკუთრებით კი საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროების სექტორში, სადაც შესაძლებელია მიწოდებამ გადააჭარბოს არსებულ მოთხოვნას და მოხდეს ქონების ღირებულების შემცირება. დიდი მოცულობის არაკონტროლირებადმა ინვესტიციებმა შესაძლოა გამოიწვიოს მიწოდების არსებული სტრუქტურის დესტაბილიზაცია (განსაკუთრებით სავაჭრო სექტორში) და შეაფერხოს ახალი ინვესტორების მოზიდვა.

კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზრის "ახლო აღმოსავლეთის ყაიდით განვითარება, რომლის მიხედვითაც დიდი, ნიშნავს კარგს. თვალშისაცემია ევროპელ ინვესტორთა და შესაბამისად მათი მენტალიტეტის გავლენის სიმცირე", - ვკითხულობთ გენერალურ გეგმაში.