Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Gem-fest-ის სტუმრებს 3 სართულიანი 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურებათ

5723550886923
BM.GE
29.04.16 16:33
1106
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem-fest-ის VIP სტუმრებს პირველად, ანაკლიაში საფესტივალო დღეების განმავლობაში, 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება. გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან, ასევე შუა ზღაში იმოძრავებს და ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება.

3 სართულიანი გემ-სცენა, ორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ. გემის მათავრ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ. სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები, ბარები და სხვა ინფრასრტუქტურა. გემ-სცენის Line-up უახლოეს დღეებში გახმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე რეალიზებულია.