Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზსადენის პროექტი "Nord Stream II"-ის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება

56c1763533b65
BM.GE
15.02.16 10:54
1270
გაზსადენის მშენებლობის პროექტი "Nord Stream II" გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება, მილების ჩალაგება კი მომავალ წელს დაიწყება, -განაცხადა რუსული "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, მიუნხენში. "ჩვენ ახლა ვემზადებით ტენდერისთვის, სექტემბერში მილებს შევიძენთ და 2017 წლის დასაწყისში უკვე დაიწყება მილსადენის მოწყობის სამუშაოები. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეჭვები, რომ პროექტი "Nord Stream II" გრაფიკით გაწერილ გეგმას გადაუხვევს, მისი რეალიზაცია უკვე 2019 წლის ბოლოს მოხდება", - განაცხადა მილერმა ჟურნალისტებთან.