Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზსაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილის ბოლოს დასრულდება

56f2740966496
დავით ჯალაღონია
23.03.16 14:44
963
გაზსაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილის ბოლოს დასრულდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას ფრანგული კომპანია "გეოსტოკი" ახორციელებს.

რაც შეეხება პროექტით "სოკარის" დაინტერესების საკითხს, მარიამ ვალიშვილის განმარტებით, სამინისტრო თავდაპირველად ფრანგული კომპანიის ანგარიშს გაეცნობა და შემდეგ "სოკართან" გაზსაცავის მშენებლობაში თანამონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

"ეს კვლევა გვაჩვენებს, გაზსაცავი იქნება სტრატეგიული ობიექტი, თუ კომერციული ფორმით იმუშავებს", - აღნიშნა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება.