Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზიფიცირების არარსებობის გამო სასტუმრო "ვარძია რიზორტი" ზამთარში არ ფუნქციონირებდა

592c23c470e89
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.17 18:00
957
გაზიფიცირების არარსებობის გამო სასტუმრო "ვარძია რიზორტი" ზამთარში არ ფუნქციონირებდა. ამის შესახებ "საქმის კურსს" სასტუმროში განუცხადეს.

სასტუმროს გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო თხილაიშვილი აცხადებს, რომ 3 თვის განმავლობაში მკაცრი კლიმატური პირობების და გაზიფიცირების არარსებობის გამო სასტუმროში გათბობის პრობლემა იდგა.

რაც შეეხება ჰორეკას ბიზნესში არსებულ ზოგად პრობლემებს, „ვარძია რეზორტში“ აცხადებენ, რომ სფეროში კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია, ამასთან, არსებობს, სერვისის სფეროს პრობლემები; არასაკმარისი შეთავაზებები პერსონალის მომზადება-გადამზადებისთვის და ა.შ

სასტუმროს მენეჯმენტი პრობლემას ხედავს კულტურის ძეგლებთან არსებულ ინფრასტრუქტურაშიც.

რაც შეეხება სასტუმროს მუშაობას, გახსნიდან პირველივე წელს "ვარძია რეზორტმა" 53%-იანი დატვირთვით იმუშავა. როგორც სოფო თხილაიშვილი აღნიშნავს, ობიექტს სტუმრობდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმარი.

მიმდინარე სეზონზე კი "ვარძია რესორტში" ახალი სერვისების დამატებას გეგმავენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს დაემატება სპა ცენტრი და რამდენიმე მაღალი კლასის ნომერი. ასევე, არტ-ქვაბი (Art Cave), სადაც დამსვენებელს მიეცემა ვარძიის ხედების ტილოზე გადატანის საშუალება.

სასტუმრო ასპინძის რაიონში, ვარძიის კლდეში ნაკვეთ ქალაქთან მდებარეობს. "ვარძია რეზორტი" გასული წლის მაისში გაიხსნა.