Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გავრცელდება თუ არა უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ყველა ტიპის მიწაზე?

5970658e8404e
BM.GE
20.07.17 12:09
765
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება. ფადი ასლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო, სიტყვა „სასოფლო-სამეურნეო“ აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.

კანონში ცვლილებები „საქმის კურსს“ საპარლამენტო უმრავლესობაში არ დაუდასტურეს. აგრარულს საკითხთა კომიტეტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ის უცხოელებზი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვის აკრძალვის ერთ-ერთი ინიციატორია და ინიციატივა საზოგადოებიდან მოდის, თუმცა მასში ცვლილების შესახებ შიოლაშვილს არ სმენია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „აბსოლუტურ დეზინფორმაციას“ უწოდებს. მისი თქმით, მსგავს თემაზე მსჯელობა აქამდე არ ყოფილა.

„ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არავითარი მსჯელობა ამაზე არ ყოფილა. არც იგეგმება ასეთი რამ. ჩემი კომიტეტი ის კომიტეტია, რომელიც საქმის კურსში იქნებოდა. არავითარი მსგავსი რამე არ ყოფილა.

ჩვენი დამოკიდებულება მიწის გამოყენების საკითხზე ასახული იქნება იმ ორგანულ კანონში, რომელსაც მოვამზადებთ და ყველა შეკითხვას ამ კანონში გაეცემა პასუხი“,- აღნიშნა კაკულიამ.

კითხვაზე, ორგანული კანონი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს დაარეგულირებს, თუ არასასფლოსაც, კაკულია პასუხობს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.