Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ წელს, ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა, დოლარისა და ევროს გაიზარდა

5729da162f790
BM.GE
04.05.16 15:15
1169
2015 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 17.6%-ით, ყალბი აშშ დოლარების რაოდენობა გაიზარდა 13.2%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა - 31.6%-ით. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 1.5-ჯერ.
 
რაც შეეხება 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობას, წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.7-ჯერ, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა შემცირდა 4.5-ჯერ.

ასევე გაყალბებული ბანკნოტების 59% 50 თეთრიანზე მოდის, 16% 20 ლარიანზე, ხოლო 7,1 პროცენტი 50 ლარიანზე.